ალგეთი-ფარავნის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო,
ალგეთი-ფარავნის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია.
მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის
კმ43-კმ110 (ალგეთი-ფარავანი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია",- ნათქვამია ინფორმაციაში.