მომდევნო სამი დღე ბორჯომში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
12- 13-14 სექტემბერს ბორჯომში
მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +14
დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი,
11-14 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და
უნალექო ამინდი. 11-12 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ
საქართველოს დაბლობსა და მთაში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო
13 სექტემბერს ცალკეულ რაიონში შესაძლოა +38 გრადუსამდე მოიმატოს. 14
სექტემბერს კი +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს
ბარში და მთაში ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსის ფარგლებშია
მოსალოდნელი და მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგიერთ რაიონში
შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა
+30, +32 გრადუსი იქნება.