7-8 სექტემბერს ბორჯომში იწვიმებს
10 სექტემბრამდე თბილი ამინდი
შენარჩუნდება,7- 8 სექტემბერს ბორჯომში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
და ელჭექი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის
ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება. 11-13
სექტემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 7-10 სექტემბერს შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს,
ხოლო 11-13 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა 7-10 სექტემბერს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 11-13
სექტემბერს +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.