4 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს
4 სექტემბრამდე საქართველოში
მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება: დაბლობსა
და ბარში 33, 38 გრადუსი, მთაში - 31, 36, სანაპირო რაიონებში - 30,
35 გრადუსამდე.
1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო
რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ
საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი.
"მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი
ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის
ხელშემწყობ პირობებს", - ნაათქვამია გარემოს ეროვნული
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში