ხვალიდან ბორჯომში ამინდი გაუარესდება
21 აგვისტოდან 24 აგვისტოს დღის
მეორე ნახევრამდე ბორჯომში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,
ტემპერატურა დღისით 20-23 გრადუსი, ღამით 10- 15 გრადუსი
იქნება,
ამინდი გაუარესდება საქართველოს
დანარჩენ რეგიონებშიც. ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა,
ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა
ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში
წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.