ამინდი
4 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ
გავრცელებული ინფორმაციით 1-ელ აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 4
აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,
საქართველოს ზოგიერთ რეგინში შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა
და ქარის გაძლიერება.
ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ
ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის
მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს. აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
გააზიარეთ :