30 ივლისამდე წვიმაა მოსალოდნელი
30 ივლისამდე საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია
აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი
ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს
მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს",