ამინდი
21-22 ივლისს საქართველოში იწვიმებს
21-22 ივლისს საქართველოს
ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან
ძლიერად,
შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი
ღელვა.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს
ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით,
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა
მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან
ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
გააზიარეთ :