1 ივლისამდე მოსალოდნელი ამინდი
1 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს
ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის
ტემპერატურა +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში
26-27 ივნისს დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა ტემპერატურა +23, +28 გრადუსი იქნება. 28 ივნისს
დღისით შედარებით გამოიდარებს, 1 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა
მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31
გრადუსამდე მოიმატებს.