14 ივნისამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით
14 ივნისამდე საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი,
შესაძლებელია სეტყვა.
გარემოს ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა
ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები
გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული
პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.