29-30 მაისს წვიმა და ქარია მოსალოდნელი
29-30 მაისს საქართველოში
მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,
ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. "მოსალოდნელმა ძლიერმა
ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები
გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული
პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს", - ნათქვამია გარემოს
ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.