დღეიდან გამოიდარებს
საქართველოში გამოიდარებს და
დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 მაისს +25,
+27 გრადუსი დაფიქსირდება
.
"27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე
წვიმა- ელჭექით აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28
გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე
მოიმატებს.
თბილისში დღეს იწვიმებს, 26 მაისიდან კი უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო
28 მაისს +31 გრადუსამდე მოიმატებს", - ნათქვამია გავრცელებულ
ინფორმაციაში