ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს
ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. გარემოს ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციით, "27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ
რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა- ელჭექით აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28
გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +22, +33 გრადუსამდე
მოიმატებს.
ბორჯომში დღეს იწვიმებს, 26 მაისიდან კი უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება, -
ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.