ხვალიდან საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით დღეს 21 მაისს საქართველოში ჰაერის მაქსიმალური
ტემპერატურა 31, 36 გრადუსამდე მოიმატებს.
22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია მეტეოროლოგიური
პირობების მკვეთრი გაუარესება: წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და
სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,
23 მაისს ზოგან ძალიან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი
შტორმი.
23 -24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით
15-17 გრადუსით დაიწევს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია
საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და
პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში
შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
აღინიშნოს.