საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +31, +32 გრადუსამდე მოიმატებს
16 მაისს საქართველოში უმეტესად
უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +31, +32 გრადუსამდე
მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 მაისს საქართველოში
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში
ზოგან შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი 17-22 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა +23, +26 გრადუსამდე
დაიკლებს.