საქართველოში ამინდი გაუარესდება
დღეს საქართველოში მოსალოდნელია
წვიმა-ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს
დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა
შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება,
ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა
- გააქტიურება გამოიწვიოს.