11 მაისამდე საქართველოში ქარი, წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი
8 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 მაისამდე საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი,
შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა
ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება და ზოგან წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება და მეწყრულ -
ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.