6-7 მაისს მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა
6 მაისიდან საქართველოში ამინდი გაუარესდებე. გარემოს ეროვნული
სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისიდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე
მოსალოდნელია სინოპტიკური სიტუაციის მკვეთრი გაუარესება.
მოსალოდნელია სეტყვა და ქარი.
"ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა
ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის
მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო
ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს".