27 აპრილამდე წვიმა და თოვლია მოსალოდნელი
საქართველოში 27 აპრილამდე შენარჩუნებული იქნება ნალექი, მაღალმთაში
თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს
მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო
ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.