საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
19 -20 აპრილს სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია
ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,
ჰაერის ტემპერატურა 19 აპრილს დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი
იქნება, ხოლო 20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +24+29
გრადუსამდე მოიმატებს.
21 აპრილიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება,
წვიმა ელჭექით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12+17 გრადუსამდე
დაიკლებს.
ქალაქ თბილისში 19-21 აპრილს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ჰაერის ტემპერატურა 19 - 20 აპრილს +23+25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო
21 აპრილს +17 გრადუსამდე დაიკლებს და დროგამოშვებით იქროლებს
ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.