საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია
წვიმა, მაღალმთაში თოვლი,
ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი
ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე
შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან
ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა -
გააქტიურება გამოიწვიოს.