ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი, 16 აგვისტოს ბორჯომის
მუნიციპალიტეტის სოფ. ქვაბისხევში შედგა. ადგილობრივების შეკითხვებს
ბორჯომის მერის მოადგილემ და მერის წარმომადგენელმა უპასუხეს.
შეხვედრისთვის სოფლის ცენტრში არსებული კლუბის შენობა შევარჩიეთ.
ქვაბისხევში მცხოვრებლებმა წლების განმავლობაში სოფელში დაგროვილ
პრობლემებზე ისაუბრეს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხები
მოითხოვეს.
სოფელი თანხმდება, რომ მათთვის მთავარი პრობლემა მაღალმთიანი
დასახლების სტატუსია, რომელიც სოფელმა ვერ მიიღო. აქ მცხოვრები 120
ოჯახი ამბობს, რომ მიგრაციის მაჩვენებელი იზრდება და სოფელი თანდათან
დაიცლება.
ქვაბისხევში არ აქვთ ბუნებრივი აირი, გაზიფიცირებას სოფელი წლებია
ითხოვს. პრობლემას ართულებს ის ფაქტიც, რომ დასახლება ბორჯომ
ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესაზღვრება და ქვაბისხევში საშეშე მერქნის
პრობლემა აქვთ, რაც ისეც მკაცრ ზამთარს ადგილობრივებისთვის უფრო
ამკაცრებს.
ფაქტობრივად ავარიულია და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქვაბისხევის
კლუბი, სადაც განთავსებულია ბიბლიოთეკა, სამედიცინო პუნქტი და
მოსწავლლეებისთვის ცეკვის გაკვეთილებიც აქ ტარდება.
ახალგაზრდებისთვის არ არის საფეხბურთო მოედანი და სკვერი.
ვიდეოში ნახავთ, როგორ დაიწყო,
მიმდინარეობდა და დასრულდა პროექტი -
"თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის", რომლის მიზანი იყო
საზოგადოების, მედიიის, თვითმმართველობის ჩართულობით გადაწყვეტილების
მიღების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის გაზრდა. დიალოგის
ხელშეწყობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
პროექტის ფარგლებში
შეიქმნა სამოქალაქო ჩართულობის საბჭო, ბორჯომის ყველა თემის
წარმომადგენლით დაკომპლექტებული.
საბჭოს ჩართულობით,
ხდებოდა მთავარი გამოწვევების გამოვლენა ყველა
თემში.
გაიმართა 30
შეხვედრა ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ჩაიწერა 30 სატელევიზიო
დისკუსია.
დაიწყო პრობლემების
მოგვარება.
პროექტს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის”
მხარდაჭერით და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
დაფინანსებით ახორციელებდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ
რველში, ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართა.
შეხვედრები სოფლებში პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა
უკეთესი შედეგისათვის"
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.