მორიგი შეხვედრა პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი
შედეგისათვის“, სოფელ ტაბაწყურში შედგა.
ტაბაწყური ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის სოფელია და
ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ტაბაწყურის ტბის
სანაპიროზეა გაშენებული და ძირითადად ეთნიკური სომხებით არის
დასახლებული.
ტაბაწყურში ადგილობრივებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი და მერის
მოადგილე შეხვდნენ და იქ მცხოვრებთა პრობლემები მოისმინეს.
შეხვედრას ტაბაწყურში მცხოვრები ქალები არ ესწრებოდნენ, მთავარ
პრობლემებზე აქ კაცებმა ისაუბრეს. პრობლემები კი დასახლებას ბევრი
აქვს.
მთავარი საკითხი, რის მოგვარებასაც ადგილობრივები ითხოვენ სოფლამდე
მისასვლელი და დასახლების შიდა გზებია. გადაადგილება აქ მსუბუქი
ავტომანქანით რთულია. გზა ბორჯომიდან ტაბაწყურამდე შემოდგომიდან
გაზაფხულამდე ჩაკეტილია, დიდთოვლობის გამო აქ მცხოვრებლები
ახალქალაქიდან შემოვლითი გზით სარგებლობენ
მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ბევრი ბავშვია მათთვის არანაირი
გასართობი ინფრასტრუქტურა არ არის, სკოლის მიმდებარედ არსებული
საფეხბურთო მოედანი, რომელიც არც შემოსაზღვრულია და არც
მოწესრიგებული, ტაბაწყურელი ახალგაზრდების ერთადერთი თავშეყრის
ადგილია.
სოფელში არ არის საბავშვო ბაღი, თხუთმეტი წლის წინ აშენებული
სამედიცინო ამბულატორიის შენობა კი უფუნქციოა და ადგილობრივები
პირველად სამედიცინო დახმარებას აქ ვერ ღებულობენ.
ვიდეოში ნახავთ, როგორ დაიწყო,
მიმდინარეობდა და დასრულდა პროექტი -
"თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის", რომლის მიზანი იყო
საზოგადოების, მედიიის, თვითმმართველობის ჩართულობით გადაწყვეტილების
მიღების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის გაზრდა. დიალოგის
ხელშეწყობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
პროექტის ფარგლებში
შეიქმნა სამოქალაქო ჩართულობის საბჭო, ბორჯომის ყველა თემის
წარმომადგენლით დაკომპლექტებული.
საბჭოს ჩართულობით,
ხდებოდა მთავარი გამოწვევების გამოვლენა ყველა
თემში.
გაიმართა 30
შეხვედრა ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ჩაიწერა 30 სატელევიზიო
დისკუსია.
დაიწყო პრობლემების
მოგვარება.
პროექტს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის”
მხარდაჭერით და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
დაფინანსებით ახორციელებდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ
რველში, ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართა.
შეხვედრები სოფლებში პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა
უკეთესი შედეგისათვის"
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.