„ფორუმმა“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის
სოფელ მზეთამზეში ადგილობრივების განსაკუთრებული ინტერესი და
ჩართულობა გამოიწვია. სოფლის ცენტრში არსებულკლუბში, სადაც ადგილობრივების და
თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა იყო დაგეგმილი
ორმოცდაათამდე ადამიანი შეიკრიბა. შეხვედრები ბორჯომის
მუნიციპალიტეტის სოფლებში, პროექტის „თანამონაწილეობა უკეთესი
შედეგისათვის“ ფარგლებში იმართება, რომლის მიზანია ხელის შეუწყოს
დიალოგს ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
მზეთამზეში ადგილობრივებს ბორჯომის მერის მოადგილე და საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე შეხვდნენ.
შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და
ხელისუფლების წარმომადგენლები მზეთამზეში მცხოვრებთა კითხვებს
პასუხობდნენ.
სოფელში მთავარი პრობლემა სასმელი წყალია. წყლის დებეტი
არასაკმარისია, განსაკუთრებით ზაფხულში, რაც ხშირად მეზობლების
დაპირისპირების მიზეზიც გამხდარა.
სოფელი უკვე დიდი ხანია მუნიციპალურ
ტრანსპორტს ითხოვს, მზეთამზეში მხოლოდ კერძო ტრანსპორტი მოძრაობს,
ადგილობრივები ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის ცვლილებასაც
ითხოვენ.
ასევე რთული მდგომარეობაა სოფლის ჩიხებში, აქ მცხოვრებლები ამბობენ,
რომ გზები იმდენად დაზიანებულია, რომ ხშირად ჩიხებში სასწრაფო
სამედიცინო დახმარების მანქანაც ვერ შედის.
ვიდეოში ნახავთ, როგორ დაიწყო,
მიმდინარეობდა და დასრულდა პროექტი -
"თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის", რომლის მიზანი იყო
საზოგადოების, მედიიის, თვითმმართველობის ჩართულობით გადაწყვეტილების
მიღების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის გაზრდა. დიალოგის
ხელშეწყობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
პროექტის ფარგლებში
შეიქმნა სამოქალაქო ჩართულობის საბჭო, ბორჯომის ყველა თემის
წარმომადგენლით დაკომპლექტებული.
საბჭოს ჩართულობით,
ხდებოდა მთავარი გამოწვევების გამოვლენა ყველა
თემში.
გაიმართა 30
შეხვედრა ხალხსა და ხელისუფლებას შორის, ჩაიწერა 30 სატელევიზიო
დისკუსია.
დაიწყო პრობლემების
მოგვარება.
პროექტს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის”
მხარდაჭერით და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
დაფინანსებით ახორციელებდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ
რველში, ხალხის და ხელისუფლების შეხვედრა ღია ცის ქვეშ გაიმართა.
შეხვედრები სოფლებში პროექტის ფარგლებში "თანამონაწილეობა
უკეთესი შედეგისათვის"
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.