დღეს 55 წლის ასაკში, ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი ნოდარ გრიგალაშვილი გარდაიცვალა.
იგი ბორჯომის რაიონში სოფ. ყვიბისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკაკულტეტი.
იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასისტენტი; 1981 წელს მესტიის სკოლა-ინტერნატის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და I საშუალო სკოლის პედაგოგი; 1984-1988წწ. ალმანახ "კრიტიკის" განყოფილების გამგე; გამომცემლობის მთავარი რედაქტორი; 1990-1998წწ. გაზეთ "საქართველოს " მთავარი რედაქტორი; 1998 წლიდან "ახალი საქართველოს" მთავარი რედაქტორი. ავტორია ლექსების კრებულის "ზრუნვის საგანი"(1987), ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილების "სამწუხარო პარალელები"(1988).
ნოდარ გრიგალაშვილი ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი იყო საქართველოს პარლამენტში.