ბორჯომელი რევაზ ლაშხის კიდევ ერთი წარმატება

პარიზის „ოქროს დიდი პრიზის“ ტრიუმფატორი, 4 მეტოქის მძლეველი რევაზ ლაშხი

ქართველმა მოჭიდავეებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს პარიზში გამართულ „ოქროს დიდ პრიზზე": თავისუფალთა ნაკრებმა ტურნირი 2 ოქროს და ბრინჯაოს მედლით დაასრულა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი 4 ოქრო და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან ჩემპიონები გახდნენ ზვიად მეტრეველი (97კგ წონითი კატეგორია) და გიორგი მეშვილდიშვილი (125კგ), იოსებ ხუციშვილმა კი მესამე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდს, რევაზ ლაშხმა (66კგ), ზურაბ დათუნაშვილმა (75კგ), გიორგი ცირეკიძემ (80კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა გოგიტაძე (59კგ), მანუჩარ ცხადაია (75კგ) და ვასილ იმერლიშვილი (85კგ) კი მესამე ადგილზე გავიდნენ.

განსაკუთრებით შთამბეჭდავად იჭიდავეს ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა რევაზ ლაშხმა, გიორგი ცირეკიძემ და იაკობ ქაჯაიამ. ლაშხმა ზედიზედ სძლია ფრანგ ტარიკ ბელმადანის (3:0), პოლონელ ედგარ მელკუმოვს (5:0), იაპონელ კომა ტაკის (10:0), ფინალში კი მეორე პოლონელი გჟეგოჟ ვანკე დაამარცხა - 5:0. ცირეკიძემ დიდი უპირატესობით სძლია სერბ დრაგუტინ დუკიჩს (6:0), ლიტველ იულიუს მატუზევიჩიუსს (7:0) და პოლონელ ტადეუშ მიხალიკს (9:1), ქაჯაიამ კი იაპონელ შოთა სეგავასთან, ფრანგ იანიკ სზცზეპანეკთან და ლიტველ მიზგაიტის მინდაუგასთან 19 ქულა დააგროვა, თავად კი ერთიც არ დაუკარგავს.

 

წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
11:06 / 29.10.2018






გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი
ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.
21:48 / 16.10.2018
გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომში.
ნახევარსაუკუნოვანი წყალსადენის ქსელი ყვიბისში.
ლიკანის ისტორიული კომპლექსი საზოგადოებრივ სივრცედ იქცევა.






პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
21:29 / 15.10.2018
პლატოზე 1850 კავკასიური ფიჭვის ნერგი დაირგო.
სოფლის ექიმის და მედიკამენტების პრობლემა ბალანთაში.
ყვიბისში მატარებლის მოსაცდელის რეაბილიტაციას ან დემონტაჟს ითხოვენ.
23:46 / 12.10.2018
00:41 / 12.10.2018
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.