ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაზე დღეს გაემგზავრნენ. დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები – ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე არიან. მოციგურავე ელენე გედევანიშვილი კი, სოჭში კანადიდან, 14 თებერვალს ჩაფრინდება. ზამთრის ოლიმპიური თამაშები ხვალ თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების მედროშე ნინო წიკლაური იქნება.