ილია ჭავჭავაძის ძეგლი სკოლის ეზოში, მინ. წყლის ბიუვეტი ქალაქის ცენტრში და აღდგენილი ე.წ "სამფეხა" ბორჯომის ცენტრალურ პარკში - ქალაქში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ცვლილებები თოქ-შოუ „ფორუმმა“ განიხილა. დებატები პირდაპირ ეთერში ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების წარმომადგენლებსა და ძეგლის ავტორს შორის გაიმართა.