საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ახალციხეში შეხვდება. შეხვედრაზე მიმდინარე წელს რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განიხილონ. რეგიონებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდიდან წელს სამცხე-ჯავახეთში 25 პროექტი დაფინანსდება. შეხვედრა ახალციხეში 12:00 საათზეა დაგეგმილი