ადიგენში მცხოვრები 17 წლის ახალგაზრდა, სოსო ბალახაშვილი
ცხედარი იპოვეს. იგი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფში
17 იანვარს, მეზობელმა ჩამომხრჩვალი ნახა. ახლობლები და ოჯახის
წევრები მომხდარის მიზეზებზე ვერ საუბრობენ.
შსს–ს ინფორმაციით მომხადარზე აღძრულია სისხლის სამართლის
საქმე, გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს.
რაც ,,თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე
მიყვანას მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი
პატივის ან ღირსების სისტემატურ
დამცირებას” ისახავს.
ამ დროისათვის ცხედარი ახალციხის პროზექტურაშია
გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის ახალგაზრდა სახლიდან 14 იანვარს,
დილის 11:00 საათზე გავიდა და არ დაბრუნებულა.
წყარო: ტელეკომპანია მე-9 არხი