2013 წლის 11 თვის დანაშაულის სტატისტიკას საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით
დანაშაულის კლება 8492 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 24,2%-ს შეადგენს,
ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 41,3% -ით მოიმატა და 59,6%
-ია.
სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე წელს 78 დანაშაული მოხდა, აქედან 29
გახსნილია. დანაშაულის ოდენობამ აღნიშნულ რეგიონში 45,4%-ით იკლო,
ასევე იკლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 11,1%-ით.