ბორჯომში წელს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე
დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯა.
თანხა გამოყოფილი იყო როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური
ბიუჯეტიდან. დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა წელს
განხორციელებული პროექტების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. სულ 7
საკითხი იქნა განხილული.