საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის დროებით მმართველად გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტი ანდრია(გვაზავა) დაინიშნა.
ინფორმაცია, დღეს ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
შეგახსენებთ,რომ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია მიტროპოლიტმა სერაფიმემ 6 თვის წინ 21-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა.ამ დრომდე ეპარქიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ხელმძღვანელობდა.