განათლების მინისტრი სამცხე-ჯავახეთში პედაგოგებს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პედაგოგებთან
შეხვედრის მიზნით, ამჯერად, სამცხე-ჯავახეთს ეწვია. ალექსანდრე
ჯეჯელავამ პირველი შეხვედრა ახალციხეში გამართა და ახალციხის,
ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.
ორსაათიანი შეხვედრის მანძილზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ყველა
მოსალოდნელ სიახლეზე, სკოლის კიდევ უფრო განვითარების, სწავლის
ხარისხის გაუმჯობესებისა თუ, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლების მიზნით დაგეგმილ პროექტებზე.
შეხვედრა ტრადიციულად ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მასწავლებლებს
შეეძლოთ მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვის დასმა