გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა
აგულაშვილმა ეკობანაკის მონაწილეებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში
უმასპინძლა.
ბანაკის მონაწილეებს, ვიზიტორთა ცენტრში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული
პარკის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ. ეკობანაკის მონაწილეებმა ერთი
დღე ქვაბისხევის ხეობაში რეინჯერებთან ერთად გაატარეს, სადაც კარვის
აწყობაში, ფოტო-ხაფანგებისა და მწერსაჭერი ფერომონების დამონტაჟებაში
ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ.
ეკობანაკი არასამთავრობო ორგანიზაციების "მოქალაქე" და "კავშირი
მდგრადი განვითარებისთვის - ეკოხედვას" ორგანიზებით, ცემში
მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას სამოქალაქო ოლიმპიადის, გადაცემა
"ეკოვიზიის" ვიქტორინის გამარჯვებულები და ეკოხედვის გარემოსდაცვითი
პროექტის მონაწილეები იღებენ.