დღეს და ხვალ ბორჯომში 1050 აბონენტს დენის მიწოდება შეუწყდება
დღეს, 11 აგვისტოს, 13:00-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის
მიწოდება შეუწყდება პატარა ფაფის დასახლებას, მტკვრის მარჯვენა
სანაპირო.
ასევე სილამაზის ხიდიდან ბაკურიანის ხიდამდე (შუალედში მტკვრის
მარცხენა სანაპირო, პარკის დასახლება 5 წუთით);
15:00-დან 16:00 საათამდე კი სოფელ ლიკანის დასახლებას.
ხვალ, 12 აგვისტოს, 12:00-დან 13:00 საათამდე დენის მიწოდება
შეეზღუდება ლიკანში, ე.წ. ვეცესპეს დასახლებაში - 500 აბონენტს;
13:00-დან 14:00 საათამდე ბორჯომის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას.
ასევე ახალი უბნის დასახლებიდან (პატარა ფაფის გარდა) სილამაზის
ხიდამდე - 1200 აბონენტს.
ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვა ბორჯომში
პრევენციის მიზნით ხდება. მათი მიზანი, სტიქიის შედეგად არსებული
დაზიანების გამოსწორებაა.