დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ბორჯომში
"ლეიბორისტული" პარტიის წევრი ბორჯომში "ქართული ოცნების"
წარმომადგენელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ ბესიკ ფოფხაძემ მას თანმხლებ პირებთან
ერთად გზა გადაუღობა და ფიზიკურად გაუსწორდა. ინციდენტი მაშინ მოხდა
როცა გიუაშვილი ქალაქში საარჩევნო აგიტაციას ატარებდა.
გიუაშვილიც და ფოფხაძეც ბორჯომის საკრებულოს მოქმედი დეპუტატები
არიან.
ფოფხაძე ფიზიკურ შეურაცხყოფას უარყოფს და მხოლოდ სიტყვიერს
ადასტურებს.
გიუაშვილი საქმის გამოძიებას ითხოვს.