დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ბორჯომში დღეს 11:00 საათიდან
9 აპრილის მემორიალთან დაიწყო.
12:00 საათზე ქალაქის ტაძრებში ზარები დაირეკა.
კოსტავას მოედანზე შეკრებილებმა მსვლელობა რუსთაველის მოედნისკენ დაიწყეს.
მსვლელობის მონაწილეები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულთა
მემორიალთან შეჩერდნენ და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მოეწყო ბორჯომელი მხატვრების ნამუშევართა გამოფენა,ჩატარდა
სპორტული ღონისძიებები
რუსთაველის მოედანზე ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების
ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ”ხორუმი”
შეასრულეს.