ბორჯომის ცენტრალურ პარკში გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება. პარკს ნარჩენებისგან წმენდენ, თუმცა ნაგვის ნაწილს იქვე არსებულ მდინარე ბორჯომულაში ყრიან. ეს კადრები ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დღეს პარკში ყოფნის დროს დააფიქსირა. მოსახლეობისთვის პარკის ზედა ნაწილში გადაადგილება ისევ შეზღუდულია. ბარიერის გადალახვისა და გადაღების უფლება პარკის ადმინისტრაციამ არც ჩვენს გადამღებ ჯგუფს მისცა. მიზეზი ვერ გავარკვიეთ, პარკის დირექტორმა ბორჯომის გამგებელთან გადაგვამისამართა, დიმიტრი ყიფიანმა ჩვენს კითხვას არ უპასუხა.