"ქართულმა ოცნებამ" დღეს სამცხე-ჯავახეთში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბორჯომისა და ასპინძის - გედევან ფოფხაძე, ახალციხისა და ადიგენის - გიორგი კოპაძე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის კი ენზელ მკოიანი იქნებიან წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. ისინი დღეს ახალციხეში, პარტიის თავმჯდომარემ - გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს 7 რეგიონში უკვე დაასახელა.