ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა ბორჯომში დღეს 20:00 საათისთვის დაიწყო. დაახლოებით 25 წუთიანმა სტიქიამ ბორჯომის ცენტრალური ქუჩები დატბორა, პარალიზებული იყო და გადაადგილება შეუძლებელი იყო ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე. დაიტბორა და სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რუსთაველის და მესხეთის ქუჩებზე. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და შსს-ს წარმომადგენლები.