ბორჯომში დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა დააზიანა და მოსახლეობა დააზარალა.დაზიანდა ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი,დაიტბორა ქალაქის ცენტრი და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია.პლატოზე ძლიერი ქარის შედეგად მოტეხილმა ხეებმა გზა ჩაკეტა.ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ,სტიქიის ამსახველ კადრებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.