ძლიერი წვიმა და სეტყვა ახალციხეში დაახლოებით, 16:00 საათზე დაიწყო და 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სახურავები, ავტომობილები. სტიქიამ ხეხილი და ნარგავებიც გაანადგურა.
დაიტბორა ქალაქის ქუჩები, ავტომობილებს გადაადგილება გაურთულდათ. მოვარდნილმა ნიაღვარმა გზებზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რისი გაწმენდაც ადგილობრივებმა დაიწყეს.
კოსტავას ქუჩაზე, ქარმა კორპუსს სახურავის ნაწილი გადახადა. დაზიანებული კორპუსი ახალციხის მერიის პირველმა პირებმა მოინახულეს. სტიქიის შედეგად დაზარალდა სხვა ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობაც.
ახალციხის ქუჩებში სამაშველო სამსახური მუშაობს. მაშველები ადგილობრივების დატბორილი სარდაფებიდან და ფარეხებიდან წყალს ტუმბავენ.
წყარო: ტელეკომპანია "მეცხრე არხი"