2016 წლის ივლისის თვეში საქართველოს დაახლოებით 760 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 3.5%-ით მეტია. ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან აზერბაიჯანიდან, სიმხეთსა და თურქეთიდან ჰყავდა, თუმცა იქ განვითარებულმა მოვლენებმა ტურისტების რაოდენობაზეც იმოქმედა. ასევე საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდა აღინიშნებოდა ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, მათ შორისო გერმანიიდან, ლიტვიდან და საბერძნეთიდან. საქართველოს რომელი რეგიონი სარგებლობს ვიზიტორთა მაღალი ინტერესით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ დაინტერესება როგოც ზღვის ასევე მთის კურორტებით ერთნაირია.