ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯანდაცვის მინისტრი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტით გაცემის შესახებ რეგულაციების საკითხის განსახილველად ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარადგენს წინასწარ შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა და რომლის მიზანიც არის მოსახლეობაზე საფრთხის შემცირება.