საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 226 პირი შეიწყალა. ამათგან, 154 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, დანარჩენ 72 მსჯავრდებულს კი შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით. 18-დაან 24 ივლისის ჩათვლით პერიოდში შეწყალების საკითხთა კომისიამ განიხილა 1 585 პირის საქმე. პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 154 შეწყალებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.