თავდაცვის მინისტრმა - თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა - პაატა
ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად
დატოვეს.
სანამ პრემიერ-მინისტრი მათ შემცვლელებს წარადგენს, აღნიშნულ
პოსტებზე მოვალეობას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით
ებრალიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი
შეასრულებენ.
ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა პრემიერ-მინისტრს 1-ელი
აგვისტოდან გადადგომის შესახებ განცხადებით რამდენიმე დღის წინ
მიმართა.
მათ მიერ თანამდებობების დატოვება „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც აღნიშნული პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.