უხვი ნალექის გამო დღეს ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. რუსთაველის ქუჩაზე დაგროვილი წყალი სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა და გაიბიდნა. მისი გაწმენდა მოსახლეობამ უზრუნველყო, მოგვიანებით სამუშაოებში ჩაერთო ბორჯომის სამაშველო სამსახური. სანიაღვრე სისტემის გამო პრობლემა შეიქმნა კოსტავას სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
ასევე, ახალშენის დასახლებაში, დაგროვილი წყალი დროებით დამონტაჟებულმა ნიაღვარგამტარმა მილმა ვერ გაატარა, გვერდიდან გადმოვიდა და ცენტრალური გზა დატბორა. ტერიტორიის გაწმენდა ტექნიკის საშუალებით მოხდა. შეგახსენებთ, ბორჯომის ცენტრალურ მაგისტრალზე არსებულ თაღოვან ღვარსაშვებზე, ნიაღვარგამტარი მილი დროებით, სტიქიის პრევენციისა და მუშაობის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით მშენებელმა კომპანიამ დაამონტაჟა.