ამომრჩევლის მხარდაჭერის მიხედვით პოლიტიკური პარტიების სიის სათავეში "ქართული ოცნებაა", მას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოსდევს, შემდეგ "პატრიოტთა ალიანსი" და "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისათვის" - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს ამომრჩევლის ნდობა პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა. სხვა პარტიები NDI-ს კვლევის ამ ნაწილში ვერ მოხვდნენ. ისინი გამოკითხული რესპოდენტების 3%-ზე ნაკლებმა დაასახელა. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგები პარტიებმა დღეს ბორჯომში შეაფასეს.