NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევები დღეს ბორჯომში ადგილობრივებმაც შეაფასეს. ჩვენს მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, თუმცა გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემდა ხმას. ნაწილი კი არჩევნებზე წასვლას არ აპირებს. მოსახლეობამ, პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსა და არჩევნებში მათი გამარჯვების შანსებზეც ისაუბრა.